Express Card-ზე დამტკიცებული Express განვადებით სარგებლობის შემთხვევაში, მომხმარებელი 1000 Express ბონუსქულას მიიღებს

Express Card-ზე დამტკიცებული Express განვადებით სარგებლობის შემთხვევაში, მომხმარებელი საჩუქრად 1000 Express ბონუსქულას მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას "საქართველოს ბანკი" ავრცელებს.

"ExpressBank-ი, ყველაზე მარტივი ბანკი, მომხმარებელს, რომელიც 30 ნოემბრის ჩათვლით Express Card-ზე დამტკიცებული Express განვადებით ისარგებლებს, საჩუქრად გადაცემს 1000 Express ბონუსქულას. ამასთან, მას, ვისაც ჯერ არ აქვს Express Card-ი, 30 ნოემბრის ჩათვლით შესაძლებლობა აქვს უფასოდ აიღოს ბარათი, როგორც Express Bank-ის სერვისცენტრებში, ასევე Express განვადების პარტნიორ ობიექტებში. Express განვადებით სარგებლობისთვის მომხმარებელს შეუძლია მიმართოს პარტნიორ სავაჭრო ობიექტებს. Express განვადების პირობებია: ლიმიტი 1,000 ლარამდე, ვადა 2-დან 24 თვემდე, საპროცენტო განაკვეთი - 0% უპროცენტო განვადების შემთხვევაში და 1.9% სტანდარტული განვადებისას. Express Card-ზე დამტკიცებული ლიმიტის გამოყენებას მომხმარებელი პარტნიორ სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში ნებისმიერ დროს შეძლებს. პარტნიორი ობიექტების ჩამონათვალი მოცემულია ვებგვერდზე: www.ganvadeba.com", - აცხადებენ ბანკში.

მათივე თქმით, მომხმარებელს ყველაზე მარტივი საბანკო მომსახურების მიღება, საქართველოს მასშტაბით Express Bank-ის 100-ზე მეტ სერვისცენტრში შეუძლია. Express Bank-ის მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ახალი, უნიკალური შეთავაზებით ყოველ თვე ისარგებლოს.