პარლამენტში 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტი შევიდა

პარლამენტში 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტი შევიდა. ბიუჯეტის კორექტირებული პროექტის წარდგენა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდა და ის პარლამენტის რეგლამენტის დადგენილი წესით, კომიტეტებსა და ფრაქციებს გადაეცა. ამის შემდეგ ბიუჯეტი განხილვისთვის სესიაზე უნდა გავიდეს, ხოლო 15 ნოემბრამდე მთავრობას შენიშვნებით უკან კიდევ ერთხელ დაუბრუნდეს.

პარლამენტს ბიუჯეტის დასამტკიცებლად ვადა დეკემბრის ბოლომდე აქვს. ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, რომელიც ბიუჯეტთან დაკავშირებით პარლამენტში გააჩნიათ, პენსიების გაზრდის საკითხია.