კახა კალაძე: ირანის მიმართ დღეს უკვე განსხვავებული მიდგომებია

ირანის მიმართ დღეს უკვე განსხვავებული მიდგომებია და შესაძლებელია როგორც ელექტროენერგიის, ისე ბუნებრივი აირის შემოტანა ან გატანა", - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ თავის სომეხ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

სომხეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ერვანდ ზახარიანმა აღნიშნა, რომ შეხვედრაზე საუბარი იყო სომხეთი-საქართველოს და სომხეთი-ირანის მიმართულებით ელექტროგადამცემი ხაზის გაძლიერებაზე. კახი კალაძემ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ ირანი ძალიან საინტერესო ბაზარია.  "თქვენ იცით, რომ დღეს უკვე განსხვავებული მიდგომებია ამ ქვეყნის მიმართ. და ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ჩვენი ქვეყნის ადგილმდებარეობა და მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ იმ ქვეყნის რუსერსები და შესაძლებელია როგორც ელექტროენერგიის შემოტანა ან გატანა ირანის მიმართულებით, სომხეთის გავლით, ასევე ბუნებრივი აირის და ამაზე მეტი სამუშაო გვექნება", - განაცხადა კახი კალაძემ.