საპარტნიორო ფონდმა კომპანია Silk Road Investment Co. LTD-თან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

საპარტნიორო ფონდმა ჩინეთის ძიანსის პროვინციის კომპანია Silk Road Investment Co. LTD-თან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

როგორც საპარტნიორო ფონდში აცხადებენ,  ხელშეკრულება ტექსტილის სფეროში საპარტნიორო ფონდისა და Silk Road Investment Co. LTD-ის თანამშრომლობას და საქართველოში ერთობლივი პროექტის განხორციელებას ითვალისწინებს. ასევე გაფორმდა მემორანდუმი ეკონომიკის სხვა სამრეწველო დარგებში პოტენციური პროექტების საქართველოში ერთობლივად განხორციელების მზადყოფნის შესახებ.

მემორანდუმებს ხელი მოაწერეს საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ და Silk Road Investment Co. LTD-ის გენერალურმა დირექტორმა ჯიმინ ლიუმ.