თბილისში ახალი სასტუმრო გაიხსნა

თბილისში კიდევ ერთი ახალი სასტუმრო გაიხსნა. ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო Grand Palace-ის გახსნას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე დაესწრო.

უწყების ინფორმაციით, მაღალი კლასის სასტუმრო Grand Palace აეროპორტიდან დაახლოებით 10 წუთის, ქალაქის ცენტრიდან კი 5 წუთის სავალზე გუჯარეთის ქუჩაზე მდებარეობს.  "7 სართულიან სასტუმროს 31 ნომერი აქვს", - აცხადებენ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.