მსოფლიოს წარმატებული ქვეყნების ინდექსში საქართველოს მე-80 პოზიცია ერგო

მსოფლიოს ყველაზე წარმატებული და აყვავებული ქვეყნების ინდექსში საქართველომ 142 ქვეყანას შორის მე-80 ადგილი დაიკავა.

ბრიტანული ცენტრის Legatum Institute-ის მიერ წარდგენილი ინდექსის მიხედვით, მსოფლიოს ყველაზე აყვავებული ქვეყნის სტატუსი ნორვეგიას ერგო.

ინდექსის შედგენისას ავტორები რვა კრიტერიუმს ითვალისწინებენ, მათ შორის ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას, განათლების დონეს, მოქალაქეების თავისუფლების ხარისხსა და ქვეყანაში არსებულ ჯანდაცვის სისტემას.

რეიტინგის პირველ ხუთეულში მოხვდნენ შვეიცარია, დანია, ახალი ზელანდია და შვედეთი.

Legatum Institute-ის ანგარიშის თანახმად, რუსეთმა რეიტინგში 58-ე პოზიცია დაიკავა, უკრაინამ - 70, ბელორუსმა - 63, მოლდოვამ - 92.

ინდექსის ბოლო საფეხურებზე აღმოჩნდნენ ბურგუნდი, ჩადი, ჰაიტი, ავღანეთი და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა.