მთავრობამ მართლმადიდებელ ეკლესიას სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გადასცა

საქართველოს მთავრობამ სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გადასცა. მთავრობის განკარგულების თანახმად, ეკლესიას უსასყიდლოდ გადაეცა 14 ერთეული ტრაქტორი, ერთი სათიბელა, 7 სამფრთიანი და 1 ხუთფრთიანი გუთანი, დისკებიანი ფარცხი, 5 კულტივატორი და 3 ერთეული სიმინდის სათესი.

საქართველოს მთავრობის განკარგულება "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისთვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმით პრივატიზების შესახებ", რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს ხელს, მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.