ჩინეთში ინტერნეტით გაყიდული პროდუქციის 40% უხარისხოა

ჩინეთში ინტერნეტით გაყიდული საქონლის 40%-ზე მეტი უხარისხო ან ფალსიფიცირებულია.

ჩინელი კანონმდებლების მიერ მომზადებული ანგარიშის თანახმად, ინტერნეტით გაყიდული პროდუქციის მხოლოდ 59% არის მაღალი ხარისხის და აკმაყოფილებს სტანდარტებს.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიიღოს კანონი ელექტრონული კომერციის გაუმჯობესების თაობაზე, ასევე ინტერნეტით გაყიდული პროდუქციის შემოწმებასა და მომხმარებელთა დაცვის შესახებ.

გასულ წელს ჩინეთში 77,8 ათასმა ადამიანმა იჩივლა ინტერნეტით უხარისხო პროდუქციის შეძენის შემდეგ, რაც 2013 წლის მონაცემთან შედარებით 350%-ით მეტია.

მიუხედავად ამისა, ჩინეთში ონლაინ გაყიდვები გასულ წელს 40%-ით გაიზარდა.