მილიონერები, რომელთაც სასახლე ქოხზე გაცვალეს

ისტორია მილიარდერების შესახებ, რომელთაც უარი თქვეს ფუფუნებაში ცხოვრებაზე, უაზარმაზარ სასახლეებსა და ძვირადღირებულ მანქანებზე, ერთი შეხედვით კინოფილმის სიუჟეტს ჰგავს. თუმცა, რეალურ სამყაროში არსებობენ ადამიანები, რომელთაც ქონებაზე სრულად თქვეს უარი და ცხოვრების თავიდან, ფულის გარეშე დაწყება ამჯობინეს.

კომპანია DR International-ის დამფუძნებელმა ბანვარალა დოშიმ რამდენიმე თვის წინ უარი თქვა 600 მილიონიან ქონებაზე. ინდოელმა ბიზნესმენმა ჯანაიზმი მიიღო და ბერად აღიკვეცა.

ავსტრიელმა კარლ რაბედერმა პირველი მილიონი 32 წლის ასაკში იშოვნა, 47 წლისამ კი უარი თქვა ქონებაზე. რაბედერმა ქონება თანდათანობით გაყიდა და არაკომერციული ორგანიზაცია MyMicroCredit-ი დააფუძნა, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა. ორგანიზაცია აფრიკასა და ლათინურ ამერიკაში მცხოვრებ ღარიბებს ეხმარება. თავად ყოფილი მილიონერი ერთ პატარა სახლში დასახლდა და ახლა მისი შემოსავლის ერთადერთი წყარო ლექციების კითხვაა თემაზე „რამდენი ფულია საჭირო ბედნიერებისთვის“. ქონებაზე უარის თქმის შემდეგ კარლ რაბედერი მეუღლემ მიატოვა.

ბრიტანელმა მილიონერმა ჯონ პედლიმ

ცხოვრების მანძილზე ბევრი რამ გადაიტანა - იჯდა ციხეში, იყო ალკოჰოლიკი, ავტოავარიის შემდეგ კი ექვსი კვირის გ ანმავლობაში კომაში იყო. კომიდან გამოსვლისა და გამოჯანმრთელების შემდეგ პედლი ეკლესიური გახდა და ქველმოქმედებით დაკავდა. ის მალევე შეელია თავის სატელეკომუნიკაციო ბინზესს და ექვს მილიონ ფუნტად ღირებულ სასახლეს. ჯონ პედლიმ ქონების გაყიდვით დაგროვილი ფული Uganda Vision-ის ფონდში გადარიცხა. ფონდი უგანდელ ობოლ და ღარიბ ბაშვებზე ზრუნავს, რომელთაც დახმარებას ბრიტანელი ახალგაზრდები უწევენ. უგანდაში გადაბარგდა საცხოვრებლად თავად ბრიტანელი მილიონერიც, რომელიც მოხალისედ მუშაობს.

იანუშ რივერიმ, რომელმაც სახელი პროდიუსერობითა და საფეხბურთო აგენტობით

გაითქვა, ქონებაზე უარი თქვა და მსოფლიოს გარეშემო ველოსიპედით მოგზაურობა გადაწყვიტა. მილიონები რივერიმ თავის დროზე რუსეთში იტალიელი ვარსკვლავების კონცერტის გამართვით იშოვა. 15 წლის განმავლობაში ექსცენტრიულმა მილიონერმა მსოფლიოს 150 ქვეყანაზე მეტი მოინახულა. სხვებისგან განსხვავებით, იტალიელმა პროდუსერმა, რომელსაც ახლა არც სახლი აქვს და არც მანქანა, ქონება ბანკში შეინახა და ბანკისგან პირობა აიღო, რომ თვეში მხოლოდ 100 დოლარს დაურიცხავდნენ ანგარიშზე. რივერიმ ასევე შეადგინა ანდერძი, რომლის თანახმად იტალიელის გარდაცვალების შემდეგ, მის ფულს რუსეთისა და ბელორუსის ბავშვთა სახლში მცხოვრები ბავშვები მიიღებენ.

ჩინელი მილიონერი ლიუ ძინჩუნო

, რომელიც „ტექსტილის ბარონად“ იყო ცნობილი, მძიმე ავტოავარიაში გადარჩენის შემდეგ ბუდიზმმა გაიტაცა. მალე მილიონერმა გადაწყვიტა, უარი ეთქვა მთელ ქონებაზე და მთებში, ერთ მომცრო ქოხში გადაბარგებულიყო, სადაც ახლა მთელ დღეებს წიგნების კითხვაში ატარებს.

Duty Free-ის დამაარსებელი ჩარლზ ფინი თანამედროვეობის ყველაზე დიდი ფილანტროპია, რომელიც კაპიტალს ცხოვრებაში შეელია. 15 წლის განმავლობაში მისი ქველმოქმედების შესახებ არავისთვის იყო ცნობილი, ამერიკაში კი წლების განმავლობაში არ იცოდნენ, რომ ქვეყანას ერთით მეტი მილიარდერი ჰყავდა.

ბოლო 32 წლის განმავლობაში Duty Free-ის დამაარსებელმა ქველმოქმედებისთვის 6,5 მილიარდი დოლარი გაიღო. 84 წლის მილიარდერი ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს, მაჯას კი 15-დოლარიანი საათი უმშვენებს.