ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3993 ლარი გახდა

ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.3993 ლარი გახდება. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.3987 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0006 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.6335 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.6441 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0106 ლარი შეადგინა.