ფინეთის თითოეული მოქალაქე ყოველთვიურად 800 ევროს მიიღებს

ფინეთი უპირობო ძირითადი შემოსავლის პროგრამას ამზადებს. პროგრამის ძალაში შესვლის შემდეგ, ქვეყნის ყველა მოქალაქე თვეში საჩუქრად 800 ევროს მიიღებს. ერთ-ერთი ფინური გამოცემის ცნობით, საწყის ეტაპზე თანხა 550 ევრო იქნება, შემდგომში კი 800-მდე გაიზრდება. მთავრობა პროექტის დასრულებას 2016 წლის ნოემბრამდე გეგმავს. პირველმა ეს იდეა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა იუხა სიპილამ გააჟღერა, მან განაცხადა, რომ უპირობო ძირითადი შემოსავალი სოციალური დაზღვევის კარგი შემცვლელი იქნება. მსგავსი საპილოტე პროექტი ნიდერლანდების ქალაქ უტრეხტში 2016 წლის იანვრიდან ამოქმედდება, სადაც ქალაქის მოსახლეობას 900 ევროს დაურიგებენ.

ადრე ჩატარებულმა მსგავსმა ექსპერიმენტმა დაადასტურა, რომ ასეთი პროგრამა სოციალურ დაძაბულობას ხსნის და, თქვენ წარმოიდგინეთ, ხალხის გაზარმაცებასაც არ უწყობს ხელს, პირიქით - ერთგვარი სტიმულია მოსახლეობაში შრომის ნაყოფიერების ასამაღლებლად.

დუდანა ზაქარაია