"სოკარმა" ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირება 16%-ით შეამცირა

მიმდინარე წელს აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია „სოკარმა“ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირება 16%-ით შეამცირა.

"სოკარის" ინფორმაციით, 2015 წლის იანვარი-ოქტომბრის პერიოდში გაზსადენით 14 მილიონ 549,129 ათასი ტონა აზერბაიჯანული ნავთობის ტრანსპორტირება მოხდა. 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტი 2 მილიონ 727,342 ათასი ტონით შემცირდა. 2014 წლის იანვარი-ოქტომბრის პერიოდში გაზსადენის საშუალებით ნავთობის ექსპორტის მოცულობამ 17 მილიონ 276,471 ათასი ტონა შეადგინა. მიმდინარე წლის ოქტომბერში კი 1 440 540 ათასი ტონა ნავთობის ტრანსპორტირება განხორციელდა.

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის სიმძლავრე დღეში 1,2 მილიონი ბარელია.