სასტუმროს მშენებლობაში "დაბი ჯგუფი" 140 მილიონი დოლარის ინვესტირებას განახორციელებს

ე. წ. იმელის შენობის უკან "მილენიუმის" 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა, სავარაუდოდ, 2016 წლის დასაწყისში დასრულდება. პროექტს არაბული კომპანია "დაბი ჯგუფი" ახორციელებს. სასტუმროს გარდა კომპლექსში სავაჭრო ცენტრი განთავსდება, მის 34-ე სართულზე კი ქართული და შუააზიური რესტორანი გაიხსნება. ცნობილია ასევე ისიც, რომ "მილენიუმში" მსოფლიოში ყველაზე თანამედროვე კაზინო იფუნქციონირებს. სასტუმრო, თავისი მაღალი სტანდარტებიდან გამომდინარე, თბილისში ვიზიტად მყოფ პრეზიდენტებს, მაღალი რანგის თანამდებობის პირებსა და VIP-კლიენტებს მოემსახურება.

სასტუმროს მშენებლობაში "დაბი ჯგუფი" 140 მილიონი დოლარის ინვესტირებას განახორციელებს.

ქრისტინე გამთენაძე

AMBEBI.GE