ყველაზე მდიდრული და უსაფრთხო გელენდევაგენი

ეს, სავარაუდოდ, მსოფლიოში ყველაზე მდიდრული და უსაფრთხო გელენდევაგენია!

Mercedes-Benz G63 AMG-ზე, რომელსაც ფოტოზე ხედავთ, ამერიკულმა ფირმამ, Inkas Armored Vehicle Manufacturing-მა იმუშავა. ამ კომპანიის მთავარი მიმართულება მდიდრული ყველგანმავლებისა და სედანების შეჯავშნაა. ინტერიერი მდიდრულ იახტისას ჰგავს - უძვირფასესი ტყავითა და ნამდვილი ხითაა მოწყობილი. ცხადია, სავარძლებს აქვთ კლიმატიზირებისა და მასაჟის ფუნქციები და საუკეთესო გასართობ-საინფორმაციო სისტემა. კაპოტის ქვეშ 5,5 ლიტრი მოცულობის 8-ცილინდრიანი Twinturbo გუგუნებს, რომლის სიმძლავრე 544 ცხენის ძალაა. ამერიკელებმა თავიანთ ნამუშევარს, რა თქმა უნდა, ფასიც გადასარევი დაადეს - დაახლოებით 450 000 დოლარი.

იხილეთ სრულად