აუქციონზე 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე დღეს 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ეროვნულმა ბანკმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. "4 ნოემბერს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 14 250 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 13.230 პროცენტი, მაქსიმალური 13.930 პროცენტი, ხოლო საშუალო შეწონილი - 13.606 პროცენტი განისაზღვრა. კუპონური განაკვეთი 10.750 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში მოხდება", - ნათქვამია განცხადებაში.