თბილისის 40 საბავშვო ბაღში ატრაქციონები და სპორტული მოედნები მოეწყო

თბილისის 40 საბავშვო ბაღში ატრაქციონები და სპორტული მოედნები მოეწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ინფორმაციით, თბილისის 40-მდე საბავშვო ბაგა-ბაღის ეზოების კეთილმოწყობა დასრულდა. განხორციელებული სამუშაოების შედეგად, მოპირკეთდა ეზოების ზედაპირი, მოეწყო სპორტულ-გასართობი მოედნები. ბავშვების უსაფრთხოების მიზნით, მიწის გარკვეულ საფარზე დაიგო კაუჩუკის ფილები. დაიდგა საბავშვო ატრაქციონები, აიწონა-დაიწონა და ღერძის გარშემო მბრუნავი კონსტრუქციები.  "თბილისში არსებული საბავშვო ბაგა-ბაღების ეზოების ნაწილში გასართობი კონსტრუქციები და სპორტული მოედნები მოძველებულია ან საერთოდ არ არსებობს, ამიტომ თბილისის მერიისა და ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს გადაწყვეტილებით, პირველ ეტაპზე, სარემონტო სამუშაოების განსახორციელებლად ყველაზე პრობლემური ბაღები შეირჩა. სხვა ბაღების დანარჩენი ეზოების კეთილმოწყობა კი ეტაპობრივად განხორციელდება", - ნათქვამია განცხადებაში.

40 ეზოს მოწყობისათვის თბილისის ბიუჯეტიდან 800 000 ლარი გამოიყო. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა ფირმა ,,აისმა" შეასრულა.