ჩინური გიგანტი უკვე საქართველოშია!

“ჩანგანის” საავტომობილო ჯგუფი ჩინეთის 4 უმსხვილეს ავტომწარმოებელში შედის. მხოლოდ “ჩანგანს” აქვს ჩინეთის მასშტაბით ყველაზე დიდი გაყიდვების მაჩვენებელი, რომელიც 10 მილიონ ერთეულ ავტომობილს უტოლდება და ამ მაჩვენებლით ჩინეთში ლიდერი კომპანიაა.

”ჩანგანის” ისტორია 1862 წელს, ქალაქ ჩუნცინში იწყება, სადაც ჩამოყალიბდა პატარა საინჟინრო ქარხანა.

► 1949 წელს, რევოლუციის შემდეგ, ქარხანა სახელმწიფოს გადაეცა.

► 1958 წლიდან 1962 წლამდე ქარხანაში იწარმოებოდა კომპაქტური სამხედრო ყველგანმავლები.

► 1983 წელს შეიქმნა ერთობლივი საწარმო იაპონურ ფირმა Suzuki-სთან ერთად.

► 1995 წელს კომპანიამ მოიპოვა სახელმწიფო აღიარება და გახდა სახელმწიფო დონის ტექნოლოგიების ცენტრი.

► 2001 წელს Changan-ის პარტნიორები გახდნენ წამყვანი საავტომობილო ფირმები : Ford და Mazda.

2002 წელს კი ჩამოყალიბდა უმსხვილესი საავტომობილო კორპორაცია Changan Automobile Group, რამაც კომპანიას საშუალება მისცა, შეექმნა საკუთარი ინოვაციების და განვითარების ცენტრი, სადაც დღეს 6 000-ზე მეტი უმაღლესი დონის თანამშრომელი მუშაობს. მათ შორის 400 უმაღლესი დონის ექსპერტი, 300 მოწვეული სპეციალისტი სხვადასხვა წამყვანი ევროპული ქვეყნიდან. ავტომობილების დიზაინის შექმნაზე სპეციალურად მოწვეული, იტალიელი სპეციალისტები მუშაობენ. დღეს ჩინეთის გარდა, Changan-ის კვლევითი ცენტრები უკვე განლაგებულია ინგლისში, იტალიაში, აშშ-სა და იაპონიაში.

Changan-ს ჩინეთში გააჩნია ექვსი გიგანტი სამრეწველო სრული წარმოების ქარხანა, ბრენდის სამოდელო რიგი აერთიანებს 12 მსუბუქ-სამგზავრო და 20 კომერციულ ავტომობილს.

იხილეთ გაგრძელება