რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავი სამარშრუტო ტაქსების ნაწილის მძღოლები დილიდან გაფიცული არიან. ამ დროისთვის ძველი რუსთავიდან სპორტის სასახლის მიმართულებით, ასევე მე-19 მიკრო რაიონიდან უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მარშრუტზე არცერთი მიკროავტობუსი არ მოძრაობს. გაფიცული მძღოლები კომპანია ,,ინტერტრანსისგან" დაწესებული დღიური ნორმის - 65 ლარის 45 ლარამდე შემცირებას მოითხოვენ. მათი განცხადებით, სამუშაო ადგილებს მოთხოვნის შესრულებამდე არ დაუბრუნდებიან.