"ტექნო ბუმი" მომხმარებლებს გამათბობლების დიდ არჩევანს სთავაზობს

კომპანია "ტექნო ბუმი" მომხმარებლებს გამათბობლების დიდ არჩევანს და ყველაზე დაბალ ფასებს სთავაზობს. კომპანიის ინფორმაციით, მთელი საქართველოს მასშტაბით, "ტექნო ბუმის" ნებისმიერ მაღაზიაში მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ შეიძინონ როგორც გაზის გამათბობლები, ისე ელექტრო და ზეთის რადიატორები. 

"ტექნიკის ბაზარზე ყველაზე დაბალი ფასებითა და მრავალფეროვანი არჩევანით გამორჩეულ კომპანია "ტექნო ბუმში" ზამთრის სეზონის ყველაზე აქტუალური ტექნიკის ბუმი მთელი საქართველოს მასშტაბით დაიწყო. "ტექნო ბუმის" ყველა მაღაზიაში გამათბობლების ყველაზე დიდი არჩევანი და ყველაზე დაბალი ფასის გარანტია მოქმედებს. ცივი ზამთრისთვის მომხმარებელს შეუძლია, შეიძინოს როგორც გაზის გამათბობლები, ისე ელექტრო და ზეთის რადიატორები. მხოლოდ 29 ლარად შეიძენთ ელექტროგამათბობელს, ზეთის რადიატორს- 99 ლარად, გაზის გამათბობლების ფასი 379 ლარიდან იწყება, ხოლო გაზის გამათბობელს ეკონომიური 0%-იანი განვადებით წინასწარი შესატანისა და საკომისიოს გარეშე თვეში 24 ლარად მხოლოდ "ტექნო ბუმის" მაღაზიებში შეიძენთ. დაზოგეთ თანხა, გადაიხადეთ ყველაზე დაბალი ფასი მაღალი ხარისხის და უსაფრთხო, ეკონომიურ გამათბობელში და შეხვდით ცივ ზამთარს თბილად", - აცხადებენ "ტექნო ბუმში".

როგორც "ტექნო ბუმში" განმარტავენ, უახლოეს მომავალში მომხმარებლებს საახალწლო სიახლეები და სიურპრიზი ელით. "გამათბობლების მრავალფეროვანი არჩევანი და ყველაზე ხელსაყრელი ფასები "ტექნო ბუმის" ყველა ცენტრში დაგხვდებათ: თბილისში, რუსთავში, გორში, ზესტაფონში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, ფოთში, ახალქალაქში, თელავში, ლანჩხუთსა და სენაკში", - აღნიშნავენ კომპანიაში.