ილჰამ ალიევი: საქართველოსა და აზერბაიჯანში ინვესტიციებისთვის ძალიან კარგი ატმოსფეროა შექმნილი

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, საქართველოსა და აზერბაიჯანს ეკონომიკურ სფეროში ძალიან წარმატებული თანამშრომლობა აქვს. ამის შესახებ ილჰამ ალიევმა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.  "ჩვენ გვინდა სავაჭრო ბრუნვა კიდევ უფრო გაიზარდოს. რა თქმა უნდა, ორმხრივი ინტერესები არის ერთმანეთის მიმართ - აზერბაიჯანი დებს ინვესტიციებს საქართველოში და საქართველოც დებს ინვესტიციებს აზერბაიჯანში.  ჩვენს ქვეყნებში არის ძალიან კარგი ატმოსფერო და ამინდი შექმნილი ინვესტიციებისთვის, რასაც მე ვულოცავ ორივე ქვეყანას", - განაცხადა ალიევმა.