საქართველოში Google-ის ყოველწლიური დეველოპერული ფესტივალი გაიმართება

საქართველოში 7-8 ნოემბერს, Google-ის ყოველწლიური დეველოპერული ფესტივალი გაიმართება. ორგანიზატორების ინფორმაციით, "Devfest თბილისი" საქართველოში მესამედ გაიმართება. ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური IT ღონისძიება მსოფლიოს 100-ზე მეტ ქალაქში მოეწყობა და იგი საერთო ჯამში 30 000-ზე მეტ დეველოპერს უმასპინძლებს. წელს ამ ღონისძიების თანაორგანიზატორი და მასპინძელი საქართველოში GeoLab იქნება.  დეველოპერული ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა: ჰაკათონი, ვორქშოფები, ღია ლექციები, დიზაინ სპრინტი, women techmakers თბილისი, გასართობი თამაშები და სხვა საინტერესო ღონისძიებები.

"Devfest თბილისი" 2015-ზე მოწვეული იქნებიან: Baris Yesugey - Google-ის წარმომადგენელი,Oytun Eren Sengul - U/UX ექსპერტი და ციფრული გამოცდილების კონსულტანტი, Said Tahsin Dane - Google-ის ექსპერტი Android Deᆳvelopment-ში.  ჰაკათონი დაიწყება დღეს, 18:00 საათზე. 7 ნოემბერს Google-ის წარმომადგენელი ფესტივალს ოფიციალურად გახსნის. ორი დღის განმავლობაში GeoLab-ის ტერიტორიაზე, 11:00-დან 18:00 საათამდე, ერთმანეთის პარალელურად ჩატარდება სხვადასხვა აქტივობები. ფესტივალი დასრულდება 8 ნოემბერს, 18:00 საათზე, რის შემდეგაც კონკურსებსა და ჰაკათონში გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართება.