Mercedes-Benz GLS - განახლებული GL

Mercedes-Benz-მა მისი საფლაგმანო ყველგანმავალი GL-ი განაახლა, რომელიც ამიერიდან GLS -ის სახელით გამოვა. სიახლის გაყიდვები მომავალი წლიდან, მიწოდება კი მარტის თვიდან დაიწყება. 2017 სამოდელო წლის GLS გამოირჩევა განახლებული ინტერიერით და მცირე ექსტერიერული ცვლილებით, რომელიც მიმსგავსებულია კომპანიის საიმიჯო სტილს.  ”როგორც მანამდე GL, განახლებული GLS-იც სტანდარტის მიმცემი იქნება თავის კლასში, ის ხომ პოზიციონირებს როგორც S-კლასი ყველგანმავლებში”, - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

რაც შეეხება ფასს მისი ღირებულება 62 ათასი ევროდან დაიწყება:

GLS 350 d 4MATIC €62,850

GLS 400 4MATIC €64,425

GLS 500 4MATIC €81,600

Mercedes-AMG GLS 63 4MATIC €113,500

ავტომობილი რამდენიმე ტიპის ძრავით იქნება წარმოდგენილი, მათ შორის ყველაზე მძლავრი AMG S63 იქნება.

დასავლური პრესის ვარაუდით, მოგვიანებით ასევე წარმოდგენილი იქნება Mybach ვერსია, რომელიც სიმძლავრესთან ერთად გამოირჩევა მდიდრული შესრულებით ინტერიერში. ამ უკანასკნელმა თავის მხრივ კონკურენცია უნდა გაუწიოს ისეთ ყველგანმავლებს, როგორიცაა Bentley Bentayga, და Rolls-Royce Cullinan.

Mercedes-Benz-ის სამოდელო გამაში ახალი ნომენკლატურით უკვე 5 ქროსოვერია, რომელთაც სათავეში უდგას ლეგენდარული ”გელენდვაგენი” G Class. ამის შემდეგ კი მოდიან GLS, GLE, GLC, GLA. უახლოეს მომავალში კომპანია კიდევ ერთი ქროსოვერის წარმოებას გეგმავს, რომელსაც GLB ერქმევა.

კოკა კვირკველია