აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში ვაკანტური ადგილების მოსაპოვებლად კონკურსი გამოცხადდა

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში ვაკანტური ადგილების მოსაპოვებლად კვლავ კონკურსია გამოცხადებული.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამჯერად ორი პოზიციაა ვაკანტური - დეპარტამენტის თავმჯდომარის თანაშემწე მასმედიასთან ურთიერთობის საკითხებში და საფინანსო-საბუღალტრო განყოფილების მთავარი სპეციალისტი.  "კონკურსი სამი ეტაპისაგან შედგება: განცხადებების გადარჩევა, ტესტირება და გასაუბრება. ტესტირების ეტაპზე მოხდება საკანონმდებლო აქტების ცოდნისა და ზოგადი უნარების შემოწმება. ხოლო გასაუბრება ჩატარდება ინტერვიუს ფორმით ვაკანტური პოზიციის შესაბამის თემატიკაში. სრული ინფორმაცია აღნიშნულ პოზიციებზე განთავსებულია საჯარო სამსახურის ბიუროს ინტერნეტ გვერდზე", - ნათქვამია განცხადებაში.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, მიმდინარე წელს უკვე ჩატარდა კონკურსი სხვადასხვა ვაკანტურ ადგილზე შესაბამისი კადრის მოძიების მიზნით. შეირჩა თანამშრომლები ადმინისტრაციული განყოფილების უფროსის, საზოგადოებასთან ურთიერთობა და რეკლამის განყოფილების სამი მთავარი სპეციალისტისა და სახელმწიფო შესყიდვების განყოფილების მთავარი და წამყვანი სპეციალისტების პოზიციაზე.