ლუკაშენკომ ეროვნული ვალუტისთვის ნულების ჩამოჭრის ბრძანება გასცა

2016 წლის 1-ელი ივლისიდან ბელორუსში ეროვნული ვალუტის - რუბლის დენომინაცია მოხდა.

ბელორუსის ეროვნული ბანკის ცნობით, პროცესს მხოლოდ ტექნიკური ხასიათი ექნება.

ბრძანებას რუბლის დენომინაციის შესახებ ხელი ქვეყნის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ მოაწერა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, პროცესი 2016 წლის 31 დეკემბრამდე გაგრძელდება.

მომავალი წლის 1-ელი ივლისიდან 10 000 ბელორუსული რუბლი 1 ახალი რუბლის ტოლი იქნება. სულ მიმოქცევაში შვიდი ნომინალის ბანკნოტი - 5, 10, 20, 50, 100, 200 და 500 რუბლი ჩაეშვება.