გმირთა მოედნისა და თამარაშვილის ქუჩის დამაკავშირებელი გზის მონაკვეთი ორი დღით დაიკეტება

გმირთა მოედნისა და თამარაშვილის ქუჩის დამაკავშირებელი გზის მონაკვეთი ორი დღით დაიკეტება, - ამის შესახებ ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"სარეაბილიტაციო სამუშაოების სრულყოფილად დასრულების მიზნით, გმირთა მოედნისა და თამარაშვილის ქუჩის დამაკავშირებელი გზის მონაკვეთი (გმირთა მოედნიდან ჭავჭავაძისა და ხილიანის ქუჩების დამაკავშირებელ ხიდამდე) 2 დღით დაიკეტება. მიმდინარე წლის 7 და 8 ნოემბერს "მზიურის" მიმდებარე ტერიტორიაზე სრულყოფილად დასრულდება საგზაო სამუშაოები - დაიგება ასფალტის საფარის ზედა ფენა", - ნათქვამია განცხადებაში. მერიის ინფორმაციით, საავტომობილო მოძრაობა 9 ნოემბერს, 08:00 საათიდან აღდგება.