ირაკლი ღარიბაშვილმა და ილჰამ ალიევმა სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა პირისპირ შეხვედრაზე ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივები და თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა ენერგეტიკულ და ეკონომიკურ პროექტებზე ისაუბრეს, რომლებსაც საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივად ახორციელებენ და თანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვეს.  ყურადღება გამახვილდა ინვესტიციების მიმართულებით ორი ქვეყნის თანამშრომლობაზე.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტიის, "ახალი აზერბაიჯანის" გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა და აზერბაიჯანელ ხალხს მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა უსურვა.