11 ნოემბერს, "ბიბლუსის" 50-ე ფილიალი "ისთ ფოინთში" გაიხსნება

11 ნოემბერს, სავაჭრო ქალაქ "ისთ ფოინთში", წიგნის მაღაზიათა ქსელ "ბიბლუსის" კიდევ ერთი, 50-ე ფილიალი გაიხსნება. აღნიშნულ სიახლესთან ერთად , "ბიბლუსის" ჯგუფი წიგნის მოყვარულებს მნიშვნელოვან ფასდაკლებებსაც სთავაზობს - 11 ნოემბერსვე, მხოლოდ "ისთ ფოინთის" ახალ მაღაზიაში და ისიც მხოლოდ ერთი დღით, მსოფლიო ბესთსელერების 50%-იანი ფასდაკლებით შეძენის შესაძლებლობა გექნებათ. შეგახსენებთ, "ისთ ფოინთი" კახეთის გზატკეცილზე, ალ. თვალჭრელიძის #2-ში მდებარეობს, სადაც "ბიბლუსის" ახალი მაღაზია მთელი კვირის განმავლობაში, 10:00-დან 22:00 საათამდე მოგემსახურებათ - ფასის, არჩევანის, პროდუქციისა და მომსახურების საუკეთესო ხარისხის ერთობლიობა, სასურველი ლიტერატურის შესარჩევად უნიკალურ გარემოს შეგიქმნით.

მარიამ წამალაშვილი, "ბიბლუსის" მარკეტინგის სამსახურის უფროსი: "მიხარია, რომ არ ვჩერდებით და ფაქტობრივად, ყოველდღიურ რეჟიმში ვვითარდებით. ფაქტია ისიც, რომ დიდი ხანია წიგნის მოყვარულებისთვის "ბიბლუსი" ყველაზე სასიამოვნო ადგილად იქცა, რაზეც ქსელში არსებული მაღაზიების რაოდენობაც მიუთითებს - საზოგადოების მაღალი მოთხოვნის გათვალისწინებით, "ისთ ფოინთის" შემდეგ, "ბიბლუსის" მორიგ მაღაზიას ისანშიც გავხსნით, სადაც ტრადიციულად, წიგნის მოყვარულებს ხარისხიანი და მრავალფეროვანი ლიტერატურის შეძენის შესაძლებლობა ექნებათ. ისანში ახალი მაღაზიის გახსნასთან დაკავშირებით, მომხმარებელს დეტალურ ინფორმაციას უახლოეს მომავალში მივაწვდით."

სავაჭრო ქალაქ "ისთ ფოინთში" "ბიბლუსის" ახალი მაღაზიის გახსნას წიგნის მოყვარულებიც განსაკუთრებით ელოდებიან. ბექა გურგენიძე, 25 წლის: "უკვე რამდენიმე წელია "ბიბლუსი" ჩემი ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად იქცა - ყოველთვის ვიცი, რომ აქ სასიამოვნო და მშვიდი გარემო დამხვდება, სადაც წიგნების მრავალფეროვან არჩევანსაც შემომთავაზებენ. სწორედ ამიტომ "ბიბლუსის" საკმაოდ ხშირი სტუმარი ვარ. განსაკუთრებით აღსანიშნავია მომსახურების ის მაღალი ხარისხი, რომელსაც წიგნის მაღაზია მომხმარებელს სთავაზობს - "ბიბლუსში" მსოფლიო ბესთსელერების საუკეთესო ქართული თარგმანისა და პოლიგრაფიულად მაღალი ხარისხის წიგნის ყიდვაა შესაძლებელი, რაც ჩვენ ქვეყანაში მკითხველებისთვის საკმაოდ დიდ ფუფუნებას წარმოადგენს. ასე რომ, "ბიბლუსის" ახალი მაღაზიების გახსნას წიგნის მოყვარულები განსაკუთრებულად ველოდებით. მითუმეტეს, ახალი წელი მოდის, ნათესავებსა და მეგობრებს კი, საახალწლოდ ყოველთვის კარგ  წიგნებს ვჩუქნი, რომლებსაც ბუნებრივია, "ბიბლუსში" ვყიდულობ".

კომპანიის არსებობის თითქმის რვა წლის მანძილზე "ბიბლუსმა" შეძლო შეექმნა საქართველოში საგამომცემლო პროდუქტების ყველაზე ფართო სავაჭრო ქსელი, რომელიც თანამედროვე სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს და რაც მთავარია, მრავალრიცხოვანი მომხმარებლის დამსახურებული ნდობით სარგებლობს - ყოველდღიურად "ბიბლუსი" წიგნის მოყვარულებს საქართველოს საგამომცემლო სახლებისა და კერძო ავტორების მიერ გამოცემულ ყველა ჟანრისა და თემატიკის ლიტერატურას სთავაზობს. უკვე ეროვნულ ბრენდად ქცეულ, "პალიტრა მედიის" შვილობილ კომპანია - "ბიბლუსს", წლებია საზოგადოებრივი კეთილდღეობის მშენებლობაშიც საკუთარი მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. კომპანია მაქსიმალურად ცდილობს, რომ წიგნის მიმართ დადებითი დამოკიდებულება არამხოლოდ დიდ და განვითარებულ ქალაქებში, ქვეყნის ყველა წერტილში გაიზარდოს - დაფუძნების დღიდან "ბიბლუსის" მთავარ მისიად ინოვაციური გზებით სწორედ წიგნიერების დონის ამაღლება დასახელდა. კომპანიის ხელმძღვანელებს კარგად ესმით, რომ წიგნის კითხვის პოპულარიზაციისა და ხელმისაწვდომობის ზრდა, მოქალაქეების განათლებისა და ქვეყნის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.