"ლუფთანზას" ბორტგამცილებლები გაიფიცნენ

ავიაკომპანია "ლუფთანზას" ბორტგამცილებლები ერთი კვირით გაიფიცნენ. აქცია ფრანქფურტისა და დუსელდორფის აეროპორტებს შეეხება. გაფიცვის გამო გაუქმდება 200-ზე მეტი რეისი.  როგორც "ევრონიუსი" იტყობინება, "ლუფთანზას" ბორტგამცილებლებმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ავიაკომპანიის ხელმძღვანელობასთან ბორტგამცილებლების პენსიებისა და სოციალურ შეღავათების საკითხზე ვერ შეთანხმდნენ.

კომპანია "ლუფთანზაში" 19 ათასი ბორტგამცილებელი მუშაობს.