თბილისი ევროპის ყველაზე მიმზიდველი ქალაქების ათეულში მოხვდა

თბილისი ბრიტანული გამოცემა "ტელეგრაფის" მიერ შედგენილ ევროპის ყველაზე მიმზიდველი, თუმცა ტურისტებს შორის ნაკლებად პოპულარული ქალაქების ათეულში მოხვდა. გამოცემა მკითხველს ურჩევს, აუცილებლად იმოგზაურონ ამ ქალაქებში.

"თბილისს მკაფიოდ აქვს გადაწყვეტილი ევროპისკენ სვლა. თბილისი ის ქალაქია, რომელიც საბოლოოდ დაუბრუნდა საწყისს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ნახეთ ეს ქალაქი იმაზე ადრე, ვიდრე სხვა ნახავს", - წერს "ტელეგრაფი". 

ბრიტანული გამოცემის რეიტინგში პირველი ადგილი იტალიის ქალაქ ბერგამოს ერგო. "დეილი ტელეგრაფის" ცნობით, ტურისტებმა აუცილებლად უნდა ნახონ ბერგამო და მისი ულამაზესი ტბები.

გამოცემა ტურისტებს ასევე ურჩევს ესპანური ვიტორია-გასტეისის ნახვას, სადაც რეიტინგის ავტორთა თქმით, მთელი ესპანეთის სული იგრძნობა.

რეიტინგის ათეული ასე გამოიყურება:

1. ბერგამო, იტალია

2. ვიტორია-გასტეისი, ესპანეთი

3. ტავრია, პორტუგალია

4. ოსიეკი, ხორვატია

5. სკოპიე, მაკედონია

6. უმეო, შვედეთი

7. ტრევიზო, იტალია

8. თბილისი, საქართველო

9. ნანტი, საფრანგეთი

10. ბრეგენცი, ავსტრია