სემეკ-მა მოქალაქეთა საჩივრები დააკმაყოფილა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) დღეს მორიგი საჯარო სხდომა გამართა.

სემეკის ინფორმაციით, სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების უმეტესობა მოქალაქეებსა და კომპანიებს შორის არსებულ დავებს ეხებოდა.  "სხდომაზე განხილული მოქალაქეთა საჩივრები შეეხებოდა ხანდაზმულ დავალიანებებს, უსაფუძვლო დარიცხვებს, კომპანიის მიერ მრიცხველის შეცვლის მოთხოვნებსა და დადგენილებებს მოქალაქეთა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ცნობის თაობაზე. განხილული საკითხების უმეტესობა მოქალაქეთა სასარგებლოდ გადაწყდა და მთლიანობაში ჩამოწერილი თანხების ოდენობამ 13 ლარზე მეტი შეადგინა", - აცხადებენ სემეკში.

კომისია შეახსენებს მოქალაქეებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა წყალმომარაგების კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, მიმართონ სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. კონსულტაციების მიღება შესაძლებელია როგორც ცხელ ხაზზე - 242 01 80, ასევე Facebook-ში, კომისიის ოფიციალურ გვერდზე.