როლს-როისიდან საფლავში - ძვირად ღირებული გასვენება

ბრიტანეთში დიდი პოპულარობით სარგებლობს დამკრძალავი ბიურო სახელწოდებით A.W. Lymn, რომელიც პირველ რიგში გრანდიოზული ავტოპარკით გამოირჩევა. კომპანიას უძვირფასესი ავტომობილები ჰყავს - მათ შორის 39 "როლს-როისი" და ”ბენტლი”.

ნოტინგემი, შუა ინგლისი - ლეგენდის თანახმად, რობინ ჰუდი სწორედ აქ ცხოვრობდა.

ნოტინგემში რობინ ჰუდზე არანაკლებ ცნობილია ერთი ოჯახური ბიზნესის ისტორია - ეს გახლავთ კომპანია A. W. Lymn, რომელიც 1907 წლიდან არსებობს და რომელიც არც მეტი, არც ნაკლები, დამკრძალავი ბიუროა. ფირმის მისამართი სწორედ რობინ ჰუდ სთრითზეა. რა თქმა უნდა, ნოტინგემის დიდი სასაფლაოს წინ. თუმცა თავისი მდიდრული ავტოპარკით ეს ფირმა მხოლოდ ნოტინგემში როდია ცნობილი - A. W. Lymn მთელი ინგლისის მასშტაბით მოღვაწეობს, ავტომობილები კი მართლაც გამორჩეული და საუკეთესო ჰყავს - ჯამში 39 ”როლს-როისი” და ”ბენტლი”.

ფირმის უახლესი ”როლს-როისები” კლასიკურ "gregorian silver" ფერშია გადაწყვეტილი. ამ დროისთვის საქმეს 15 Rolls-Royce Phantom აკეთებს. ორი Phantom ახლა მზადდება (ვენეციაში), ახლო მომავალში კი კიდევ 5 ”როლსის” გადაკეთებაა დაგეგმილი. ”ერთი ჩვეულებრივი Phantom-ის ექსკლუზიურ ”კატაფალკად” გადაკეთებას 6 თვე და 500 000 ფუნტი სჭირდება. მანქანები ნოტინგემიდან იტალიაში ჩვენ თვითონ ჩაგვყავს. ხარჯების დაზოგვის მიზნით, უახლეს ეგზემპლარებს კი არ ვყიდულობთ, არამედ მეორადებს,” - აცხადებს ფირმის საავტომობილო მიმართულების კოორდინატორი რობ ლიპიტი.

იხილეთ გაგრძელება