რუსეთი ეგვიპტის მიმართულებით ავიარეისებს აუქმებს

რუსეთი ეგვიპტის მიმართულებით ავიარეისებს აუქმებს. აღნიშნული გადაწყვეტილება პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ეროვნულ ანტიტერორისტულ კომიტეტთან კონსულტაციის შედეგად მიიღო. მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო დიდმა ბრიტანეთმაც. ამის მიზეზი ეგვიპტეში რამდენიმე დღის წინ მომხდარი ავიაკატასტროფა გახდა, რასაც 224 ადამიანი შეეწირა.

რუსეთის გადაწყვეტილება ეგვიპტისათვის სერიოზული ეკონომიკური დარტყმაა, ვინაიდან რუსეთი ეგვიპტის ტურიზმის მთავარი მამოძრავებელი ძალაა. ეგვიპტეში ყოველწლიურად ჩასული ტურისტების 30 პროცენტი სწორედ რუსეთიდანაა. მომხდარის გამო განსაკუთრებით წუხან მაღაზიებისა და სასტუმროების მფლობელები. მოსკოვის გადაწყვეტილება რიგი ტუროპერატორების გაკოტრების რისკებსაც აჩენს.

ამ დროისათვის ეგვიპტის კურორტებზე 50 000-მდე რუსი ტურისტი იმყოფება. ისინი სახლში დაბრუნებას ცდილობენ.