მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას ეწვივნენ

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა ნიკოლოზ ქიზიყურაშვილმა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს უმასპინძლა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით,  კომპანიის ხელმძღვანელმა სტუმრებს მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო. თბილისში მსოფლიო ბანკის მისია ფინანსთა სამინისტროს მოთხოვნით იმყოფება და სახელმწიფო ინვესტიციების მართვის მეთოდოლოგიის შემუშავების საკითხთან დაკავშირებით მუშაობს. შეხვედრაზე "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" მიერ უკვე განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებით შეფასებები და რეკომენდაციები გაკეთდა.