ინდოეთში მსოფლიოში ყველაზე იაფფასიან სმარტფონს შექმნიან

ინდოეთში ახალ სმარტფონს შექმნიან, რომელიც 15 დოლარი ეღირება.

ინოვაციური გაჯეტის შექმნაზე კანადური კომპანია DataWind მუშაობს, რომელიც რამდენიმე წელია ერთობლივ პროექტებს ახორციელებს ინდურ Reliance Communications-თან ერთდ.

ჯერჯერობით უცნობია კონკრეტული დეტალები ახალი სმარტფონის მახასიათებლების შესახებ, თუმცა ცნობილია, რომ ის 999 რუპი, დაახლოებით 15 დოლარი ეღირება. მსოფლიოს ყველაზე იაფფასიანი სმარტფონი მხოლოდ ინდოეთში გაიყიდება.

„ინდური“ სმარტფონის შეძენისას მისი მფლობელი ასევე მიიღებს ერთწლიან უფასო ინტერნეტს. სმარტფონის შემქმნელთა თქმით, ახალი პროდუქტის მიზანი სწორედ ის არის, რომ ინოვაციური გაჯეტი ხელმისწავდომი გახდეს ინდოეთის ყველაზე ღარიბი ფენისთვის.

15 დოლარად ღირებული სმარტფონი ინდოეთში გაყიდვაში სავარაუდოდ, დეკემბრის ბოლოს გამოვა.