ბრიტანეთში სელფომანიისგან „განკურნების“ აბები გამოუშვეს გაყიდვაში

ბრიტანეთში ონლაინ გაყიდვაში გამოვიდა აბები სელფიზე დამოკიდებული ადამიანებისთვის.

ბრიტანული გამოცემა „მეტროს“ ინფორმაციით, აბებს პიტნის გემო აქვს და სუნთქვას აგრილებს. პრეპარატის აღწერაში ჩამოთვლილია მისი დადებითი მხარეები, მათ შორის დაბალი ფასი, უნიკალურობა და მისი ანონიმურად გაგზავნის შესაძლებლობა. აბების მიღება ქალბატონებისთვის დღეში სამჯერ, მამაკაცებისთვის კი დღეში ორჯერ არის რეკომენდირებული.

მენთოლის აბები ონლაინ მაღაზიაში 9,99 ფუნტი (დაახლოებით 15 დოლარი) ეღირება. სხვა ქვეყნებში მიწოდება კი 2,99 ფუნტი. ერთ შეფუთვაში 39 აბია.

„ნიუ იორკ“ თაიმსის ცნობით, ტურისტების დაღუპვის შემთხვევები „სელფის“ გადაღების დროს უფრო ხშირია, ვიდრე თეთრი ზვიგენის თავდასხმის შედეგად.

2015 წლის ივლისში ლონდონის ნარკოლოგიის კვლევით ცენტრს 200-მდე ადამიანმა მიმართა სელფიზე დამოკიდებულების ჩივილით.