ავსტრიელმა ქალბატონმა დაახლოებით 1 მილიონი ევრო გაანადგურა

ავსტრიაში მცხოვრებმა მოხუცმა ქალბატონმა დაახლოებით 1 მილიონი ევრო გაანადგურა იმის გამო, რომ ეს ფული მის ნათესავებს არ მიეღოთ.

გამოცემა The Sun-ის ინფორმაციით, 85 წლის ავსტრიელი ქალბატონის საქციელი მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ გახდა ცნობილი.

ქალბატონმა, რომლის სახელი და გვარი უცნობია 950 ათასი ევროს ოდენობის ბანკნოტები დახია და ისე შეინახა. მიუხედავად ამისა, ქალბატონის ნათესავები კვლავ ეძებენ დახეულ ფულს, რადგან ავსტრიის ეროვნული ბანკის განცხადებით, ისინი გაანაღდებენ დახეულ კუპიურებს.

„თუ ქალბატონის მემკვიდრე დახეულ კუპიურებს წარმოადგენს და ბანკნოტების წარმომავლობა დამტკიცდება, მაშინ ჩვენ მათ გადავცვლით. თუმცა, მანამდე აუცილებელია, რომ მემკვიდრემ თანხა გადაიფორმოს“, - აღნიშნა ავსტრიის ეროვნული ბანკის წარმომადგენელმა ფრიდრიკ ჰამმერსშმიდტმა.