ყველაზე მდიდარი გარდაცვლილი ვარსკვლავები

ამერიკულმა გამოცემა "ფორბსმა" იმ ვარსკვლავების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლებიც სიკვდილის შემდეგაც შემოსავლიანი არიან.

"ფორბსის" ყოველწლიური რეიტინგის თანახმად, პირველ ადგილზე ამერიკელი მომღერალი მაიკლ ჯექსონია. მიუხედავად იმისა, რომ პოპის მეფის გარდაცვალებიდან თითქმის ექვსი წერლი გავიდა, ამ ხნის განმავლობაში მისი სიმღერებით გაყიდულმა შემოსავალმა 1 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამ თანხით ჯექსონის ოჯახმა ყველა ის ვალი დაფარა, რომელიც მომღერალს ჰქონდა.

"ფორბსის" ცნობით, მიმდინარე წელს ჯექსონმა 115 მილიონი დოლარი "გამოიმუშავა", რაც 35 მილიონი დოლარით ნაკლებია 2014 წლის შემოსავალზე. შემოსავლის შემცირება იმ პროექტების დასრულებას უკავშრდება, რომელშიც მუსიკოსი ფიგურირებდა.

რეიტინგის მეორე ადგილი როკ-ენ-როლის ლეგენდას ელვის პრესლის ერგო, რომლის ალბომის გაყიდვიდან მიღებულმა შემოსავალმა მხოლოდ წელს 55 მილიონი დოლარი შეადგინა. ელვის პრესლის 53-ე ფირფიტა რამდენიმე თვის წინ გამოვიდა და მაშინვე მოხვდა "ბილბორდის" ტოპ 40-ში. როკ-ენ-როლის მეფე 1977 წელს გარდაიცვალა.

ელვის პრესლის შემოსავლებს შედარებით ჩამორჩება ცნობილი კარიკატურისტის და Pეანუტს-ის კომიქსების სერიის შემქმნელის ჩარლზ "სპარკი" შულცის შემოსავალი, რომელმაც 40 მილიონი დოლარი შეადგინა.

პირველ ხუთეულში ასევე მოხვდა ბობ მარლი - 20 მილიონი დოლარით და ელიზაბეთ ტეილორი ასევე 20 მილიონი დოლარით.

საერთო ჯამში "ფორბსის" რეიტინგშ 13 აწ გარდაცვლილი ცნობილი პიროვნებაა, რომლებმაც ბოლო წელს, სიკვდილის შემდეგ, მთლიანობაში 363,5 მილიონი დოლარი გამოიმუშავეს.