რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა 20 ნოემბრამდე დაიხურება

რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა 9 ნოემბრიდან 20 ნოემბრამდე დაიხურება. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, რიყე-ნარიყალას საბაგირო გზის ნამუშევარი საათების რაოდენობის გათვალისწინებით იცვლება ძირითადი გამწევი ბაგირი. სარემონტო სამუშაოები დაიწყება 9 ნოემბერს და გაგრძელდება 20 ნოემბრამდე. სამუშაოების მიმდინარეობისას საბაგირო გზა დროებით დაიხურება.

სატრანსპორტო კომპანია მოქალაქეებს შექმნილი უხერხულობისთვის ბოდიშს უხდის.