საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია დღეს შეხვედრებს იწყებს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია დღეიდან საქართველოში შეხვედრებს იწყებს. როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდში განაცხადეს, შემფასებელი მისია შეხვედრებს 9 ნოემბრიდან იწყებს და ხელისუფლების წარმომადგენლებთან ორი კვირის განმავლობაში იმუშავებს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენლები შეხვედრებს ტრადიციულად ფინანსთა სამინისტოში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში და ეროვნულ ბანკში გამართავენ.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენლების ვიზიტი საქართველოში 21 ნოემბრამდე გაგრძელდება.