ჩამორთმეული ქონება კიდევ სამ კერძო პირს დაუბრუნდება

ჩამორთმეული ქონება უკან კიდევ სამ კერძო პირს დაუბრუნდება, - ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ პირებს დღეს ის ავტომანქანები დაუბრუნდებათ, რომლებიც წინა ხელისუფლებამ იძულებით დაათმობინა.

"ჩამორთმეული, წართმეული ქონების დაბრუნების პროცესი გრძელდება. დღეს კიდევ 12 ავტომანქანას ვუბრუნებთ 3 კერძო პირს, რომელსაც 2010 წელს, მაშინდელმა ხელისუფლებამ იძულებით დაათმობინა. ასე რომ, ეს პროცესი გრძელდება და ჩვენ ამ მეტად რთულ საქმეს ეტაპობრივად ვაგვარებთ", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.