Goldman Sachs-მა BRIC-ის ფონდის მუშაობა შეაჩერა

მსოფლიოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა საინვესტიციო ბანკმა Goldman Sachs-მა BRIC-ის ფონდის მუშაობა შეაჩერა.

ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების ამერიკული კომისიის განცხადების თანახმად, BRIC-ის ფონდი ამიერიდან Goldman Sachs-ის განვითარებადი ბაზრების მხარდაჭერის ფონდში შევა.

Goldman Sachs-ის გადაწყვეტილებაზე გავლენა იქონია დანაკარგებმა, რომელიც ბოლო წელს ფონდს აქვს - 2010 წლიდან ფონდის შემოსავლები 21%-ით შემცირდა, აქტივები კი 88%-ით.

Goldman Sachs-ის ხელმძღვანელობის აზრით, ფონდების გაერთიანება ხელს შეუწყობს ინვესტორების მოზიდვას, რადგან გაიზრდება ქვეყნების რაოდენობა.

BRIC-ის ფონდი ინვესტიციებს ახორციელებდა რუსეთში, ბრაზილიაში, ჩინეთსა და ინდოეთში.