პანამის დროშით მცურავმა გემმა ბათუმის ნავსადგურში ფეკალური წყლები ჩაღვარა

პანამის დროშით მცურავმა გემმა ბათუმის ნავსადგურში ფეკალური წყლები ჩაღვარა. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გარემოსდაცვითი ზედმხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამსახურის თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს. სამინისტროს ინფორმაციით, პანამის დროშით მცურავმა გემმა ბათუმის ნავსადგურში ფეკალური წყლები ჩაღვარა. სამართალდამრღვევს 65 000 ლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრა. გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა 8 000 ლარს აღწევს.

სამინისტროს განცხადებით, პანამის დროშით მცურავი გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებს დაკისრებული ჯარიმისა და ზიანის გადახდის შემდეგ დატოვებს.