"ბიუჯეტის დეფიციტი და ხარჯების სტრუქტურა კვლავ რჩება ქვეყანაში მაკროეკონომიკური არასტაბილურობის მთავარ წყაროდ"

საქართველოს ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადების გეგმის 120 მილიონი ლარით გაზრდას "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ეხმაურება.

bpn.ge უცვლელად გთავაზობთ რომან გოცირიძის პოსტს.

"საბიუჯეტო წლის დამთავრებამდე ერთი თვით ადრე მთავრობა მიხვდა, რომ ჯანდაცვის ბიუჯეტი იმაზე მეტ თანხებს ნთქავს, ვიდრე წარმოედგინათ. ამიტომ ხდება მისი კორექტირება. არ აშენდება გზები (76 მილიონი ლარი) და ეს და სხვა ფული წავა ჯანდაცვაში (100 მილიონი ლარი). ამ ხარჯების გავლენა ინფლაციაზეც სხვადასხვანაირია.

მრავალი ცვლილება ხდება შემოსავლებშიც. გეგმას გადავაჭარბეთო. მაშინ რატომ სესხულობდნენ საკმაოდ მაღალი პროცენტით კომერციული ბანკებიდან ფულს და ზრდიდნენ შიდა ვალს?

კვლავ ხარჯების დიდი ნაწილი გაწეული იქნება დეკემბრის თვეში, განსაკუთრებით ისეთი სახის, რომლის ზემოქმედება ინფლაციაზე და ლარის კურსზე მნიშვნელოვანია.

ბიუჯეტის დეფიციტი და ხარჯების სტრუქტურა კვლავ რჩება ქვეყანაში მაკროეკონომიკური არასტაბილურობის მთავარ წყაროდ", - წერს რომან გოცირიძე.