"მიგრაციული კრიზისის გამო, ევროკავშირი დაშლის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა"

მიგრაციული კრიზისის გამო ევროკავშირი დაშლის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. როგორც "დოიჩე ველე" იტყობინება, ეს განცხადება ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან ასელბორნმა გააკეთა.  "თუ სოლიდარობის ნაცვლად ცალ-ცალკე ვიქნებით, ამან შესაძლოა, ევროკავშირის დაშლა გამოიწვიოს და ეს ძალიან სწრაფად მოხდება", - განაცხადა ასელბორნმა.

მისი თქმით, საფრთხეები არსებობს შენგენის ზონისთვისაც, აღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად კი ევროკავშირს მხოლოდ რამდენიმე თვე აქვს.