რუსულ რეკლამაში თბილისი რუსეთად გაასაღეს

2 ნოემბერს YouTube-ზე გავრცელებულ რუსულ სარეკლამო რგოლს, რომელიც სატელეფონო კავშირის გაუმჯობესებას ეხება, საზოგადოებაში დიდი აღშფოთება მოჰყვა.საქმე ისაა, რომ რუსული კავშირგაბმულობის ოპერატორის სარეკლამო ვიდეოში კადრები თბილისის ქუჩებსა და მეტროშია გადაღებული, ხოლო სლოგანი შემდეგია: ”HD ხარისხის ხმა მთელს რუსეთში”! ბუნებრივია, საქართველოს დედაქალაქის რუსეთის ტერიტორიად გასაღება ქართველი ინტერნეტმომხმარებლებისთვის შეურაცხმყოფელი აღმოჩნდა.