უკრაინელი დეპუტატი მიიჩნევს, რომ ქართველები უვიზო რეჟიმს უფრო მალე მიიღებენ, ვიდრე უკრაინელები

საქართველომ შესაძლოა, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი უკრაინაზე ადრე მიიღოს, - ამის შესახებ უმაღლესი რადას ევროინტეგრაციის საკითხებში კომიტეტის თავმჯდომარე ირინა გერაშენკო, "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს. "კონსერვატიულმა მოლდოვამ და საქართველომ ყველა საჭირო კანონი მიიღეს. როგორც ჩანს, ქართველები უვიზო რეჟიმს უფრო მალე მიიღებენ, ვიდრე უკრაინელები. პასუხისმგებლობა კი ამისთვის, მხოლოდ უკრაინის ხელისუფლებას დაეკისრება", - წერს გერაშენკო.

როგორც უკრაინული მედია აღნიშნავს, სამშაბათს უმაღლესმა რადამ გადადო რამდენიმე კანონპროექტის განხილვა, რომლის მიღებაც ევროკავშირთან ვიზა ლიბერალიზაციისთვის აუცილებელია.