მსოფლიო ბანკი - გლობალური დათბობის გამო ღარიბთა რაოდენობა გაიზრდება

კლიმატური ცვლილებები და გლობალური დათბობა ღარიბთა რაოდენობის გაზრდას გამოიწვევს და 2030 წლისთვის მათი რაოდენობა მსოფლიოში შესაძლოა, 100 მილიონამდე გაიზარდოს.

მსოფლიო ბანკის მიერ მომზადებული ანგარიშის თანახმად, ნალექის შემცირება, რომელიც გლობალური დათბობით იქნება გამოწვეული, მოსავალს შეამცირებს, რაც თავის მხრივ საკვებ პროდუქტზე ფასების ზრდას გამოიწვევს. კვლევის მიხედვით, კლიმატური ცვლილებების შედეგად 2030 წლისთვის გლობალური მასშტაბით მოსავალი 5%-ით შემცირდება, 2080 წლისთვის კი 30%-ით.

მსოფლიო ბანკის პროგნოზით, გლობალური დათბობის გამო აფრიკაში საკვები პროდუქტების ფასი 20%-ით გაიზრდება. გარდა ამისა, მსოფლიოში ასევე გაიზრდება მიგრანტთა რაოდენობა.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ სხვადასხვა კვლევების მიხედვით, გლობალური დათბობის გამო მალარიით დაავადებულთა რაოდენობა შესაძლოა 150 მილიონამდე გაიზარდოს.