"ჰენკელის" ქარხნის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს გარდაბანს ეწვევა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერი 15.00 საათზე, გარდაბანში, "ჰენკელის" ქარხნის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრება.  "ქიმიურ სექტორში მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი კომპანია "ჰენკელი" საქართველოთი 2013 წლის ბოლოს დაინტერესდა. კომპანია დაფუძნდა გერმანიაში, მსოფლიოს მასშტაბით "ჰენკელი" ასაქმებს 49 000 ადამიანს და მისმა შემოსავალმა 2014 წელს 19.2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. "ჰენკელმა" 2013-2014 წლის მანძილზე შეისწავლა საქართველოს საინვესტიციო გარემო, დაათვალიერა სახელმწიფო და კერძო საკუთრებაში არსებული სხვადასხვა მიწა და საბოლოოდ 2014 წლის ზაფხულში გადაწყვიტა წებოცემენტის საწარმოს აშენება გარდაბნის მუნიციპალიტეტში. საწარმოში დასაქმდება 35 ადამიანი და განხორციელდება 8 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია", - აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.