ფოთში ნავსადგურის მშენებლობის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის განხილვა გაიმართება

ფოთის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში, 20 ნოემბერს, ფოთში ახალი ღრმაწყლიანი ნავსადგურის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართება.

ფოთის საზღვაო ნავსადგურის ინფორმაციით, დაგეგმილი საქმიანობის მიზანია ქალაქ ფოთში ახალი ღრმაწყლიანი ნავსადგურის მშენებლობა და ექსპლუატაცია. მათივე ინფორმაციით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შესაბამის სააგენტოში წარდგენილია დოკუმენტაცია ახალი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის მისაღებად.  მათივე ცნობით, საზოგადოების წარმომადგენლებს დაგეგმილ საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის გაცნობის საშუალება ექნებათ ქალაქ ფოთის მერიის ადმინისტარციაში, ასევე კორპორაცია "ფოთის საზღვაო ნავსადგური" ("ეიპიემ ტერმინალს ფოთი") და შპს "გამა კონსალტინგი" - ქალაქ თბილისში, გურამიშვილის გამზირი N17ა.