დიდი ბრიტანეთი საქართველოს გარკვეულ ტერიტორიაზე მოგზაურობისგან ბრიტანელ ტურისტებს თავშეკავებას ურჩევს

საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალში მოხვდა, რომლის გარკვეულ ტერიტორიებზე მოგზაურობისგან დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქვეყნის მოქალაქეებს თავშეკავებას ურჩევს.

სტატისტიკური პორტალი „სტატისტას“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბრიტანული უწყება ასევე სახიფათოდ მიიჩნევს რუსეთის იმ ტერიტორიებზე მოგზაურობას, რომელიც აზერბაიჯანს, უკრაინასა და ჩეჩნეთს ესაზღვრება.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ბრიტანელმა ტურისტებმა თავი უნდა შეიკავონ რამდენიმე ქვეყანაში მოგზაურობისგან და ერთ-ერთ მთავარ საფრთხედ „ისლამურ სახელმწიფოს“ ასახელებს.

ქვეყნები, რომელშიც ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თავისი ქვეყნის მოქალაქეებს მოგზაურობას არ ურჩევს: ავღანეთი, ბურუნდი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, ჩადი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, გვინეა, ერაყი, ლიბია, მავრიტანია, ნიგერია, პალესტინის ტერიტორიები, სიერა ლეონე, სომალი, სამხრეთ სუდანი, სირია, ტუნისი, იემენი.

ქვეყნები, რომელთა გარკვეულ ტერიტორიაზე მოგზაურობისგან დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყება თავის მოქალაქეებს თავშეკავებას ურჩევს: საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, უკრაინა, ალჟირი, ანგოლა, ბანგლადეში, ბურკინა ფასო, ბირმა, კამბოჯა, კამერუნი, კოლუმბია, ჯიბური, ეკვადორი, ეგვიპტე, ერითრეა, ეთიოპია, ჰაიტი, ინდოეთი, ირანი, ისრაელი, კოტ დივუარი, იაპონია, იორდანია, კენია, კოსკოვი, ლიბანი, მადაგასკარი, მალაიზია, მალი, ნეპალი, ნიგერია, პაკისტანი, ფილიპინები, კონგო, საუდის არაბეთი, სუდანი, ტაჯიკეთი, ტაილანდი, თურქეთი, უგანდა, ვენესუელა, დასავლეთ საჰარა.

წითლად მონიშნულია ის ქვეყნები, სადაც ბრიტანული უწყება მოგზაურობას არ ურჩევს მოქალაქეებს.

ყვითლად მონიშნულია ქვეყნები, რომლის გარკვეულ ტერიტორიებზე მოგზაურობისგან თავშეკავებას ურჩევს.